საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიგერიაში დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უკვე ამოწმებს.
როგორც ჟურნალისტებს უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა, შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროში რამდენიმე საათის წინ შევიდა.
"ჩვენთან ეს ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ შემოვიდა და საკონსულო დეპარტამენტი მის გადამოწმებაზე უკვე მუშაობს", - განმარტა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ დამკავებლებთან პირდაპირ კავშირზე გასვლის პრობლემა სომალელების მსგავსად ამ შემთხვევაშიც შეიქმნება.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიაში დააკავეს ტანკერი, რომლის ბორტზეც საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება.