საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ აკრედიტებული ელჩების როტაციას გეგმავს.
როგორც უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უფლებამოსილების ვადა რამდენიმე ელჩს ეწურება.
"რამდენიმე ელჩს უფლებამოსილების ვადა მალე ეწურება, მაგრამ ჩვენ არც ერთი მათგანის დაკარგვას არ ვაპირებთ. ყველა დიპლომატი დასაქმდება. უბრალოდ, მათ როტაციას ვგეგმავთ", - განმარტა კალანდაძემ.
ამასთან, მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აშშ-დან საქართველოს უკვე ყოფილი სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას გამოწვევის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს ქუთელიას მუშაობის უკმაყოფილების გამო არ მომხდარა.
"ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი. როცა გადაწყდა, რომ გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად უნდა გადასულიყო, მან გვითხრა, რომ სურდა მისი მოადგილე ბათუ ქუთელია ყოფილიყო და მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა", - განუმარტა კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ბათუ ქუთელიას აშშ-ში რეინტეგრაციის საკითხებში უკვე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ჩაანაცვლებს.