ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა.
ნადალმა რუსი მეტოქე ხანგრლივ და რთულ 5 სეტში - 4:6, 6:7 (5:7), 6:4, 6:4, 7:5 - დაამარცხა. დაძაბული ფინალური მატჩი 5 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა.
ნადალისთვის ეს გამარჯვება ისტორიულია, რადგან ის გახდა პირველი კაცი ჩოგბურთელი, ვისაც კარიერაში 21 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.
რაფაელ ნადალმა თავის კარიერაში მეორედ გაიმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაზე, მანამდე მან ეს ტურნირი 2009 წელს მოიგო.
დიდი სლემის ტურნირების სერია ყველაზე პრესტიჟულია ჩოგბურთში და აერთიანებს ოთხ ტურნირს: ავსტრალიის ღია პირველობა (Australian Open), Roland Garros (საფრანგეთი), US Open (შეერთებული შტატები) და უიმბლდონის ტურნირი დიდ ბრიტანეთში. დიდი სლემის თითოეული ტურნირის გამარჯვებული იღებს 2000 სარეიტინგო ქულას.
2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ჯამური საპრიზო ფონდი თითქმის 54 მილიონი დოლარია.