საქართველო ავღანეთში 20-მდე ინსტრუქტორს გააგზავნის.
ამის შესახებ მედიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"საქართველოს სურს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელება და ვალდებულად მიგვაჩნია მასში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. ამიტომაც მივიღეთ იქ სამხედრო კონტიგენტის გაზრდის ვალდებულება. ამ ეტაპზე, საუბარია, 20-მდე მწვრთნელის გაგზავნაზე", - განმარტა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ინსტრუქტორების გასაგზავნად ქართული მხარე ნებისმიერ დროს მზად არის.