საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გასულ კვირას ნაყოფიერად აფასებს და აღნიშნავს, რომ "სწორედ ასეთი მოვლენებით იქმნება და იწერება ისტორია".
"სწორედ ასეთი მოვლენებით იქმნება და იწერება ისტორია, საერთაშორისო სამართალი. ჩვენ საქართველოს დეოკუპაცია და საერთაშორისო არენაზე მისი სამუდამოდ დამკვიდრება გვსურს. სწორედ ამას ემსახურება და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული კომინიკე (რომელშიც საქართველო რამდეჯერმეა ნახსენები) და ნატოს ახალი კონცეფცია (რომელშიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და ალიანსი მას წარმოაჩენს, როგორც პარტნიორ სახელწმიფოს), ისე ხვალ, ევროპარლამენტში დაგეგმილი პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა", - განაცხადა კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, ყოველივე აღნიშნული კიდევ უფრო მკაფიო და ცალსახა გზავნილია იმისა, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანების გზას ადგას.
"ამავე დროს, ეს არის ვალდებულებას გვანიჭებს ჩვენ, რომ გავაგრძელოთ დემოკრატიზაციის გზა", - დასძინა კალანდაძემ.