შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მეოთხე ნაწილი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი იტყობინება.
"მეოთხე თვითმფრინავმა უკრაინას 81 ტონა სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა მიაწოდა. მომავალ კვირას ველოდებით შეერთებული შტატების კიდევ ერთ თვითმფრინავს, რომელიც უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად სამხედრო-ტექნიკური დახმარებას ჩამოიტანს", - წერს რეზნიკოვი ტვიტერზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების პირველი პარტია უკრაინაში 22 იანვარს ჩავიდა. 23 იანვარს კი უკრაინა აშშ-ის სამხედრო დახმარების მეორე ნაწილი მიიღო. სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი კიევმა 25 იანვარს მიიღო.