"მიხეილ სააკაშვილი აქედან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით" - ამის შესახებ რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, პრობლემური. ჩანს მეხსიერებაში ჩავარდნები და ა.შ. მე არ გავაგრძელებ, ამაზე ექიმები საუბრობენ მუდმივად, რომ მას სჭირდება მკურნალობა არა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ეს არის მისი წამების ადგილი და მეორე, აქ ის საჭიროებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, სამედიცინო საშუალებებს ვგულისხმობ, უბრალოდ არ არის. ამიტომ, ეს ადამიანი აქედან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით, - ამბობს ნიკა გვარამია.