რუსეთსა და ნატოს შორის ყველაზე სერიოზულ უთანხმოებად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა რჩება, ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ზოგადად რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს _ "ყველაფერი არც თუ ისე ცუდად გამოიყურება".
"თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს შორის უთანხმოებები არ რჩება. ერთ ერთი ყველაზე მთავარი საკითხი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებაა და იმის შეფასება რაც მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ახალი სახელმწიფო - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოქმნა', _ განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა მხარეებმა აღნიშნეს, რომ "ეს პრობლემა დაპირისპირების ქვად არ უნდა იქცეს", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მაინც თავის აზრზე რჩება.