სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ერთკვირიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. პაპუნა დავითაია ოქსფორდში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, ლონდონში კი ქართველ და ბრიტანელ ბიზნესმენებს ესაუბრა. მინისტრი ქართულ საკვირაო სკოლასაც ესტუმრა.
საუბარი შეეხო საზღვარგარეთის ქართული სკოლებისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობის აუცილებლობაზე. მომავალში საზღვარგარეთის ქართული სკოლის კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია სერტიფიკატები მიიღონ, რაც მათ საქართველოში განათლების გაგრძელებაში დაეხმარება. სათვისტომოს წევრებმა მინისტრს გააცნეს ის პროექტებიც, რომლებზეც ამჟამად მუშაობენ. მათ შორის ახალციხისა და ნიუკასლის დამეგობრების პროექტი.
წელს ახალციხე მსოფლიო ნიუკასლების, ანუ `ახალი ციხეების` ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რომელშიც უკვე 7 ნიუკასლი შედის.
მასალის გამოყენების პირობები