ხვალ, 23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყნის დეოკუპაციასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე ისაუბრებს.
დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკთან.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ლისაბონიდან, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, გაემგზავრა.