„ქართული პარტია" დამფუძნებელ ყრილობას 24 ნოემბერს თბილისში, ფილარმონიის შენობაში, ჩაატარებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" „ქართული პარტიის" პრესსამსახურში განუხცადეს, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, მიიღებენ პარტიის წესდებას, აგრეთვე ღრმა კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სამოქმედო გეგმას.
„ქართული პარტია" ასევე გეგმავს, მიიღოს ხალხისადმი მიმართვა.
ყრილობის მუშობაში მონაწილეობას ქვეყნის ყველა კუთხიდან სავარაუდოდ 3 ათასამდე დელეგატი მიიღებს. მათ შორის იქნებიან მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები.
„ქართული პარტიის" შექმნა ქართველი ხალხის პასუხია სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმზე, ეს ასევე ბუნებრივი რეაქციაა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაზე, უსამართლობის ესკალაციაზე. დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, რომ საქართველო ღარიბი და არასტაბილური ქვეყანაა. ჩვენი გაერთიანების მთავარი მიზანია გამოვიყვანოთ ხალხი უკიდურესი სიდუხჭირიდან, აღვადგინოთ რუსეთთან ურთიერთობები, განვავითაროთ ქართული მეწარმეობა, შევქმნათ პირობები, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სამუშაო. ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახსა და მთლიანად საქართველოში",-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული პარტია" შეიქმნა ხუთი პოლიტიკური ლიდერის, - სოზარ სუბარის, ლევან გაჩეჩილაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, კოკა გუნცაძის და ეროსი კიწმარიშვილის, - გაერთიანებით.
ყრილობა მუშაობას 15.00 საათზე დაიწყებს.