დღეს მთავრობის წევრები, მინისტრთა კაბინეტის ცვლილებების შემდეგ, პირველად იკრიბებიან.
საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოში საკადრო ცვლილებების შესახებ 20 ნოემბერს გახდა ცნობილი. ცვლილებების თანახმად, გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.
პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს თემურ იაკობაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულებაც.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს მოქმედი ელჩი ბათუ ქუთელია უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.