"მიმართვაში "თავისუფალი აზრის სახლი" აფხაზეთიდან დევნილ ნანა ფიფიას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევისთვის შესაბამისი სამართლებრივი შეფასების მიცემას ითხოვს.
"უფლებას ვიტოვებთ, რომ აღნიშნულ საკითხს დავუბრუნდებით მცირე ხნის შემდეგ და საზოგადოების სახელით, მოვითხოვთ პასუხს საქართველოს იუსტიციის მინისტრისაგან", - ნათქვამია "თავისუფალი აზრის სახლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში, სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. დამწვრობის ცენტრში 22 დღიანმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და 18 ნოემბერს ის გარდაიცვალა.