შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მოულოდნელი ვიზიტით, 19 იანვარს უკრაინას ეწვევა. იტყობინება გამოცემა უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა".
გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტის ზუსტი დღის წესრიგი ამ ეტაპზე უცნობია.
გავრცელებული ცნობით, ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, განიხილება უკრაინის უსაფრთხოების, იარაღის მიწოდებისა და ასევე უკრაინაში შეჭრის შემთხვეევაში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების საკითხი.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად, აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციულ ოპერაციას გეგმავს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მოსკოვს შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები მასშტაბურ პასუხს გასცემენ, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური სანქციებით. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ს მზად აქვს მოქმედების 18 სცენარი.
რუსეთმა იანვრის დასაწყისში უკრაინის საზღვართან განლაგებულ პოლიგონებზე წვრთნები დაიწყო. ასევე New York Times-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენები გადაისროლა.
მანამდე, 2021 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა.