ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენები გადაისროლა, რაც შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ მეზობელ ქვეყანაში თავდასხმის გეგმა ძალაში რჩება, - იუწყება გამოცემა New York Times.
გამოცემა წერს, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ დეკემბერში და იანვრის დასაწყისში უკრაინის საზღვართან რუსეთი დამატებით სამხედროებს გაგზავნიდა და მათი რაოდენობა 175 ათასს მიაღწევდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ჯარების გადასროლა შენელდა, უკრაინის საზღვართან ჯერ კიდევ იმყოფება 100 ათასამდე რუსი სამხედრო, რასაც რუსეთმა კიდევ დამრტყმელი ავიაცია დაამატა.
გაზეთი აღნიშნავს, რომ დამრტყმელი და სატრანსპორტო ავიაცია, ასევე მოირიშეეები რუსეთისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება, თუ კი პუტინი უკრაინაში შეიჭრება.
New York Times-ის მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავები - RC-135 27 დეკებრიდან რეგულარულად დაფრინავენ უკრაინის ცაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ამერიკულ დაზვერვას შესაძლებლობას აძლევს მოუსმინოს რუს სახმელეთო მეთაურებს. ასევე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებს E-8 JSTARS-ის თვითმფრინავებს სახმელეთო ობიექტების სათვალთვალოდ, რომლის დახმარებითაც აკვირდება რუსული ჯარის გადაადგილებას.
"აშშ განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგების ნიშნებს უკრაინის საზღვართან, რაც როგორც რუსმა ოფიციალურმა პირებმა ნათლად განაცხადეს, შესაძლოა, მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს, - აღნიშნავს New York Times-ი.
ფოტო: AP