სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ პორფირეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობას სახლში, თვითიზოლაციის პირობებში აგრძელებს. ამასთან, ის შეუფერხებლად აგრძელებს ეკლესიის ადმინისტრაციული მოვალეობების აღსრულებას.
60 წლის პორფირესერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური მას შემდეგ გახდა, რაც წინა პატრიარქი ირინეოსი 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, პატრიარქი პორფირე 9 იანვარს ესწრებოდა მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში გაიმართა. იუწყებიან, რომ ამ ღონისძიებაზე ცოტა ვინმე თუ იცავდა ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებულ ზომებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სერბეთში ვირუსის 1,3 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ით თითქმის 13 000 ადამიანი დაიღუპა.