ნონა გაფრინდაშვილი "თანხმობის დარბაზს" მოუწოდებს, სახალხო კრების საქმიანობაში ჩაერთოს. მისი თქმით, 25 ნოემბერს ეროვნული სახალხო კრება გაერთიანებული ძალებით ხელისუფლებას უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. ამის შესახებ გაფრინდაშვილმა დღეს ვერის პარკის საკალათბურთო შეხვედრაზე განაცხადა.
გაფრინდაშვილი მიესალმა "ეროვნული ფორუმის" ინიციატივას და აღნიშნა, რომ მათ ყოველთვის ჰქონდათ იმის იმედი, რომ "ფორუმი" ეროვნულ კრებაში მონაწილეობას მიიღებდა.
"არასდროს დაგვიკარგავს იმედი და გვჯეროდა, რომ "ფორუმი" ეროვნულ კრებას შემოუერთდებოდა. გამოჩნდა ერთიანობის გზა, დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ სანამ ამ რეჟიმს თავიდან არ მოვიცილებთ", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.