საქართველოს ქალთა პარტია "სამართლიანობის და თანასწორობისათვის" მხარს უჭერს სახალხო კრების იდეას.
"საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დროებით დაკარგულია, , არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია, ამომრჩეველთა უფლებები იგნორირებულია, ხელისუფლება უზურპირებულია ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ, არ არსებობს თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, ბიზნესი განიცდის უზარმაზარ სახელისუფლო წნეხს, შეუძლებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური მუშაობა, მოსახლეობის უმრავლესობა გაღატაკებულია, ქვეყანას აქვს უზარმაზარი საგარეო ვალები, იყიდება ყველაფერი, და რაც მთავარია, არ სჩანს ქვეყნის ნორმალური განვითარების არანაირი პერპექტივა, რის გამოც საჭიროა, რომ მთელმა საზოგადოებამ გამოხატოს ამ პროცესებისადმი თავისი დამოკიდებულება და თავისი ნება", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულლ განცხადებაში.
პარტიის ლიდერ გუგული მაღრაძის განცხადებით, წარმომადგენლობითი სახალხო კრება, ამ ამოცანების განხორციელებისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი ორგანიზმია, რომლის დაფუძნების პროცესი მიმდინარეობს.
"ჩვენ საქართველოს ქალთა პარტია "სამართლიანობის და თანასწორობისათვის" ასევე მხარს ვუჭერთ 8 ოპოზიციური პარტიის აქტივობებს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, მივესალმებით ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას "ქართული პარტიის " სახით და დარწმუნებული ვართ, რომ ბოლოს ყველა ეს გზა გადაიკვეთება და Mყველანი, ოპოზიციური პარტიები და საზოგადოება ერთად განვახორციელებთ ქვეყნის გადარჩენის და განვითარებისათვის აუცილებელ ძირეულ ცვლილებებს", - განმარტებულია განცხადებაში.