ეროვნული ფორუმი მზად არის 25 ნოემბერს დაგეგმილი სახალხო კრება წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფთან ერთად ჩაატაროს.
შესაბამისი განცხადება დღეს ვერის პარკში მდებარე საკალათბურთო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული კრების ჩატარებისათვის წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა სერიოზულად იმუშავა იმ ფონზე რომ კრების ჩატარებას ხელისუფლება ყველანაირად ხელს უშლის და მათ კრების ჩატარებისათვის დარბაზის დაქირავების უფლებაც კი არ მისცეს.
"ჩვენ ვერ მივატოვებთ წარმომადგენლობითი სახალხო კრების სიანიციატივო ჯგუფს და თუ მატი სურვილიც იქნება ჩვენ მზად ვართ აღნიშნული შეკრიბა საინიციატივო ჯგუფთან ერთდ ჩავატაროთ" - განაცხადა შარტავამ.