ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს "რჩევას" აძლევს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.
"ქალბატონ ვიოლას ამ საახალწლოდ ნუ ვაშფოთებთ, არ არის ეს აუცილებელი, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ქალბატონ ვიოლას ვურჩევდი, ნუ შეშფოთდება", - თქვა ზარქუამ.
მანამდე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს გამოეხმაურა.
"ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის პერიოდში ხდება. მთავრობა ცდილობს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური, კარგად ფუნქციონირებადი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ეს არ არის 2022 წლის დამაიმედებელი დასაწყისი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.