"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშივილის მონახულების შემდეგ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "მთავარი არხის ეთერში ილაპარაკა.
ხერხეულიძის თქმით, "ადამიანი არის დავრდომილი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით".
"ადამიანი არის დავრდომილი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუ წარმოგიდგენიათ მიხეილ სააკაშვილი ასე გამოიყურებოდეს, ეს არის ასე. მე რომ შევედი, იწვა, მითხრა, რომ ვერ დგება, მაგრამ ვთხოვე, რომ იქნებ როგორმე თავისთვის ძალა დაეტანებინა და მეც მივეხმარე და სავარძლისკენ გადმოჯდა. მაგრამ წარმოუდგენელ მდგომარეობაშია - ხელების კანკალი, თავბრუსხვევა, გულის რევა...
ადამიანი როდესაც წნევას არ ატარებს, 200/120-ზე ეს წნევა ინსულტის წინაპირობაა. საერთოდ სად უშვებდნენ ადამიანს ამ ვითარებაში, რა უნდა ექნათ, უბრალოდ გზაში მოკვდებოდა ადამიანი.
ის ელოდება დაუყოვნებლივ ექიმების შესვლას... ადამიანი არ მიშვებდა, მითხრა, რომ მე აქ ვერ გავძლებ, მე არ ვიცი როგორ ვიქნები და ვერც გაგაგებინებთო. იქნებ შევძლოთ, რომ აქ იყოთო. მაგრამ კონსული ელოდებოდა შესვლას და უხერხული იქნებოდა არგამოსვლა იქიდან, - ამბობს ეკა ხერხეულიძე.