"ქართულ ბიზნესს ლაგამი აქვს ამოდებული", - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გაზეთ "პრაიმ-ტაიმში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ბიუჯეტი "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" მთლიანად მიუღებელია.
"ქართულ ბიზნესს ლაგამი აქვს ამოდებული, რომელიც ფინანსთა მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს უჭირავ. ქვეყანაში კორუფციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა კორუფციის ორი სახე არსებობს. პირველი ეს არის როცა ფული ვინმეს ჯიბეში მიდის, ხოლო მეორე ის როდესაც ქვეყნის ბიუჯეტში შესული თანხები არამიზნობრივად და არა გამჭვირვალედ იხარჯება. სწორედ ეს ხდება საქართველოში. მე ვარ "ქრისტიან-დემოკრატი", ანუ მემარჯვენე ცენტრისტი და ჩემთვის მიუღებელია ქვეყნის ბიუჯეტიდან ფული ხარჯებოდეს სხვადასხვა პროექტებს, ხოლო ბიუჯეტში ამ დროს ფული არ იყოს. ჩვენი მიზანი ბიუჯეტი ოჯახებს ხმარდებოდეს და არა ის პარლამენტი რა მოცულობის ბიუჯეტს დაამტკიცებს", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ის რომ საქართველოში ბიზნესი ვერ ვითარდება.