საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი საპარლამენტო უმრავლესობას ხორც-პროდუქტების ბაზარზე მონოპოლიების ლობირებაში ადანაშაულებს.
ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, ხორც-პროდუქტების ბაზარზე წარმოქმნილი მონოპოლია პირდაპირ გლეხურ მეურნეობებს აზარალებს.
"პარლამენტში მომსწრე ვართ ხორცზე და სხვა მსგავს ბიზნესებზე მონოპოლიების დაწესების. საკმაოდ მძიმეა ადმინისტრირება ხორცის პროდუქტების გადატანაზე, დაკვლაზე და ასე შემდეგ, რაც ავტომატურად გამოიწვევს ფასების ზრდას და მონოპოლიებს ხორცის ბიზნესზე. რაც გლეხურ მეურნეობებს პრაქტიკულად გაანადგურებს. დღეს გლეხს პირდაპირ ეუბნებიან, ხორცს ჩავიბარებთ 3 ლარად და მერე თავად როგორ ყიდიან ყველას კარგად მოგეხსენებათ. თუ საქონელი იწონის 100 კილოგრამს, გლეხს სასაკლაოებზე მის დაკვლაში 120 ლარს ახდევინებენ",- აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
ბაღათურიამ უმრავლესობის წევრის გიორი გოგუაძის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც გოგუაძე გენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ გამოვიდა და გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე სათანადო წარწერის დატანა მოითხივა, თუმცა მაშინ გოგუაძეს მხარი საკუთარი გუნდის წევრებმა არ დაუჭირეს.
ბაღათურიას აზრით "ელექტრო-ენერგეტიკის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებები წყალკანალის ლობისტების "კარგი მუშაობის" შედეად დამტკიცა პარლამენტმა.
"გიორგი გოგუაძე დიდი ხანია ლობირებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც გენმოდიფიცერებულ პროდუქციაზე მარკირება უნდა განხორციელდეს. ამ პროქტს ისეთი წინააღმდეგობა შეხვდა, რომ კენჭისყრამდე ვერ მივიდა. თუმცა, ხორც-პროდუქტების ბიზნესს გამოუჩდა ისეთი ლობისტები, რომ უკვე გამოიტანეს კენჭისყრაზე. ისე როგორც კენჭისყრაზე გამოიტანეს და მიიღეს ის საკითხი, რომ ადამიანმა თუ ელექტროენერგიის გადასახადი გადაიხადა და წყალკანალის დავალიანება არ გადაუხდია, მაშინ მას ელქტროენერგიასაც უთიშავენ. ხომ აშკარაა, რომ წყალკანალის ლობისტებმა მოახერხეს ის, რასაც ზოგჯერ უმრავლესობის წევრებიც ვერ ახერხებენ პარლამენტში",- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.