ჩინეთში მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმს 26-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი.
აღლუმის დაწყებამდე ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი წითელ ხალიჩაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინს მიესალმა.
„კაცობრიობა კვლავ არჩევანის წინაშე დგას: მშვიდობა თუ ომი, დიალოგი თუ დაპირისპირება“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა თავის გამოსვლაში.
დღეს ასევე დაგეგმილია ლიდერების ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურს შორის.