"ქართული პარტიის" ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომუშავე უცხოელი, ინგლისურის პედაგოგი საკუთარ მოსწავლეებს, ფეისბუქის მეშვეობით, პორნოგრაფიულ სურათებს აცნობს.
"ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომუშავე უცხოელი „პედაგოგი" თავის მოსწავლეებს, „ფეისბუქის მეშვეობით", აცნობს პორნოგრაფიულ სურათებს. მშობლები შიშობენ, რომ თუ სასამართლოს მიმართავენ, მათი შვილების მიმართ დაიწყება დევნა-რეპრესიები, მოყვება შევიწროვება სკოლის დირექციის მხრიდან. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი ყოველივე ამაზე თვალს ხუჭავს", - აღნიშნულია „ქართული პარტიის" განცხადებაში.
"ქართული პარტია განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.