დღეს, 19 ნოემბერს, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში მოხსენებით გამოვა.
მოხსენების თემაა „ადამიანის უფლებები, დემოკრატია და დევნილთა მდგომარეობა საქართველოში".
მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ვაშინგტონის ოფიციალური სტრუქტურების, წამყვანი კვლევითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელების მონაწილეობით.