პარლამენტის შენობის გარემონტება გადაიდო.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სესიაზე ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც სხდომას უძღვებოდა.
მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს შენობის რემონტი იმის გამო ვეღარ მოხდება, რომ პარლამენტმა ამისთვის გამოყოფილ თანხაზე უარი თქვა და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რაზეც საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა. თანხა, სავარაუდოდ, ქუთაისში, პარლამენტის შენობის მშენებლობას მოხმარდება.