მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრივ საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მიმდინარე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის რობერტ სიმონსი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივნის ყოფილ წარმომადგენელს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რობერტ სიმონსს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სიმონსი აღნიშნულ თანამდებობაზე 7 წელი მუშაობდა.