ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აშშ-ს ნებრასკას შტატის ვიცე-გუბერნატორს რიკ შიჰის შეხვდა.
შეხვედრისას, მთავრობის თავმჯდომარემ, ნებრასკას შტატის ვიცე-გუბერნატორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ესაუბრა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებზე, ამ პროცესში სახალხო დიპლომატიის როლსა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაზე.
შეხვედრისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციამ საქართველოში ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე, არსებულ საინვესტიციო გარემოზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზეც იმსჯელა.
შეხვედრას ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და აფხაზეთის ეკონომიკის მინსიტრი ნუგზარ სექანია ესწრებოდნენ.