პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დეპუტატებს დისციპლინას უწუნებს.
მაჭავარიანის საყვედური პარლამენტის წევრებმა დღევანდელ სესიაზე უყურადღებობის, ერთმანეთთან საუბრის და ერთმანეთის გადაკოცნის გამო მიიღეს.
"როგორ შეიძლება დეპუტატს ბიუჯეტის პროექტი არ აინტერესებდეს? მაშინ, რისთვის ხართ პარლამენტში?", - მიმართა მაჭავარიანმა დეპუტატებს სესიაზე ფინანთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის გამოსვლისას, რომელმაც პარლამენტის წევრებს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერისგან კიდევ ერთი შენიშვნა სესიაზე დაგვიანებით შესულმა დეპუტატმა კოლეგების გადაკოცნის გამოც მიიღო.