სააკაშვილი ყველაფერს კადრულობს, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს გამოძიების იმ კითხვებს, რაც მასთან კონკრეტულ სამსახურებს აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.
„ჩვენ ხომ ვიცნობთ ამ პიროვნებას, ვიცით ვინ არის და როგორი მეთოდებით მოქმედებს ის, ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მატყუარა. ყველაფერს კადრულობს, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს გამოძიების იმ კითხვებს, რაც მასთან კონკრეტულ სამსახურებს აქვთ, მაგრამ ყველაფერი ხომ ფაქტებით არის დადასტურებული და შესაბამისად, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“, - განაცხადა კახა