"ნაციონალური წევრის" ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცისკენ არის მიპყრობილი, რადგან ხალხმრავალ და რეზონანსულ დემონსტრაციას ელოდება.
ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, თავს სუსტად გრძნობს და უახლოეს დღეებში უცხოელ ექიმებს ელოდებიან, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიან.
"მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია დღეს რუსთაველის გამზირზე, ვინაიდან დღეს ელოდება ის ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავის შინაარსით იქნება რეზონანსული, ამას მე გეუბნებით, რომ ეს ასე იქნება და თავისთავად ის ფაქტი, რომ დღეს მის დაბადების დღეზე ხალხი იკრიბება და გამოხატავს პროტესტს მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, მედიისთვის, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვნია, საგულისხმოა, დანარჩენს ვნახავთ რუსთველის გამზირზე" განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 18:00 საათზე გაიმართება.