პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს 22 დეკემბრიდან მოიწვევს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა ბიუროს სხდომაზე.
„დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომების მოწვევა, რაც ტრადიციულად არის ხოლმე ყოველი წლის ბოლოს. ამიტომ პრეზიდენტს მივმართავთ 22-დეკემბრიდან რიგგარეშე სხდომების მოწვევის წინადადებით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.