მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა პირველ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ადასტურებს.
როგორც თეთრი სახლის პრეს სპიკერმა რობერტ გიფსმა ჟურნალისტებს განუცხადა დღეს ბარაო ობამა მიხეილ სააკაშვილთან, მოგვიანებით კი ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან გამართავს პირისპირ შეხვედრას.
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ლისაბონში ათამდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვა და სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან.
ხვალ კი მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. დღეს ლისაბონში ნატის 24-ე სამიტი იხსნება.