საქართველოს საკითხი იქნება განხილვის თემა რუსულ მხარესთან ლისაბონში ნატოს სამიტზე. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ ქროულიმ Kჟურნალისტებს ვაშინგტონში განუცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მსოფლიოში აქტუალურ მრავალ თემას შეეხო, თუმცა ძირითადი აქცენტები ლისაბონის სამიტზე გაკეთდა.
ფილიპ ქროულიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მისივე თქმით, საქართველო კვლავ რუსეთთან უთანხმოების საგნად რჩება.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემას განვიხილავთ რუსეთთან საქართველოსთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. როგორც ფილიპ გორდონმა გუშინ განაცხადა ჩვენ ვცდილობ ურთიერთობების აშენებას რუსეთთან, რამაც შესაძლოა მოაგვაროს ის სფეროები, რომლებშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით, საქართველო კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი სფეროა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს, არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ვფიქრობ ეს საკითხი იქნებ განხილვის საგანი ლისაბონის სამიტზე, რადგან ეს არის ნატო-რუსეთის საბჭოს პირველი შეხვედრა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ", _ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ ქროულიმ.