პორტუგალიის დედაქალაქში დღეს 24-ე სამიტი იხსნება.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილოს, მათ შორის რუსეთთან მომავალი ურთიერთობების სტრატეგიაც. სავარაუდოდ, სამიტის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება საქართველოსა და აშშ-ის პირველი პირების მოლაპარაკებები.
გავრცელებული ინფორმაციით საქართველოსა და აშშ-ის პირველი პირების შეხვედრა დღეს შედგება. საქართველოს დელეგაცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილსა და ბარაკ ობამას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტების საუბარი ლისაბონში გაიმართება.
ინფორმაცია ამის შესახებ სამიტის გასაშუქებლად ლისაბონში ჩასულმა უცხოელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.