გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, უჭირს გადაადგილება, აქვს მოტორიკის დარღვევა და ვერ იკვებება სრულფასოვნად.
"მაქვს შთაბეჭდილება, რომ აქ, ჩვენ ქვეყანაში ამას როგორც ჩანს ვერ ახერხებენ და ძალიან კარგი იქნება, რომ გავიდეს სადმე, მიეცეს საშუალება ამ ადამიანს, გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ და ყავთ პროფესიონალები შესაბამისი.
უარყოფითი დინამიკა შეიმჩნევა ჩემი თვალით, სწორედ ამიტომაა ჩემი ეს მოთხოვნა, ამითაა გამოწვეული", - თქვა გიული ალასანიამ.