გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, რუსული "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის მეორე ნახევრამდე არ იგეგმება. იტყობინება Bloomberg-ი.
მანამდე, მილსადენის სერტიფიცირების პროცესი გერმანიის ენერგეტიკის ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ შეაჩერა.
მარეგულირებლის განცხადებით, მილსადენის სერტიფიცირებაზე გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ ნახევარში არ მიიღება.
გერმანიის მარეგულირებლის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ სერტიფიცირება მილსადენის პროექტის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო შეჩერდა.
პროექტის ფარგლებში, მილების გაყვანის სამუშაოები სექტემბერში დასრულდა, ხოლო მისი ბუნებრივი აირით შევსება ოქტომბერში დაიწყო.
55 მლრდ მ³ გაზის სიმძლავრის გაზსადენი - "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გადის ლენინგრადის ოლქის, კინგისეპსკის რაიონიდან გერმანიის ბალტიის სანაპირომდე. მაგისტრალის ორივე განშტოების საერთო სიგრძე 2 460 კმ-ია.