საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის რუსუდან კერვალიშვილი შვედეთის ელჩს საქართველოში, დიანა ჯეინსთან და შვედეთის განვითარების ფონდის წარმომადგენელს პიტერ კაამანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა გენდერული თანასწორობის საკითხები განიხილეს, სადაც
რუსუდან კერვალიშვილმა პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაუმახვილა ყურადღება.
მისი განმარტებით, პარლამენტში შექმნილია გენდერული საბჭო - მუდმივმოქმედი ინსტიტუცია, რომელიც წარმატებულად მუშაობს და რეალური შედეგების მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემების არსებობა და გენდერული ანალიზის წარმოება.