ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულებები განიხილეს.
"ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის 1987 წლის ოქმის პეკინის 1999 წლის ცვლილებების" ხელშეკრულება გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოადგინა.
კერძოდ კი 2013 წლიდან ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებით - ჰიდროქლორფტორნახშირბადით ვაჭრობის კონტროლი მკაცრდება. აღნიშნული ნივთიერებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ მონრეალის ოქმის მხარე იმ ქვეყნებთან, რომლებმაც პეკინის ცვლილებების რატიფიცირება მოახდინეს.
ამასთან, "სპორტის სფეროში გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების (EPAშ) სტატუტი" ხელშეკრულებაც განიხილეს. ევროპასთა, აღნიშნულ სტატუტთან საქართველოს მიერთება ხელს შეუწყობს სპორტის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიების შემუშავებას, სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფას და სპორტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაფართოებას. მანვე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სტატუტთან მიერთებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების წარმოდგენაც მოსთხოვა.
კომიტეტების სხდომაზე განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.