ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას მშვიდად უნდა მივუდგეთ, როგორც ძირითადი მაკულატურის მასას. ეს განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში მდგომარეობის შესახებ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას რუსი ექსპერტი ტიმურ ტეპლენიმა გააკეთა.
"ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას მშვიდად უნდა მივუდგეთ, როგორც ძირითადი მაკულატურის მასას რომელსაც სხვა და სხვა "საპარლამენტო სესიები" და "წარმომადგენლობითი ფორუმები" იღებენ ხოლმე. საკმარისია შევხედოთ კალენდარს და ვნახავთ, რომ რუსეთში გაძლიერებით ემზადებიან ნატო-რუსეთის სამიტისათვის ლისაბონში", _ აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, რუსეთი გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო, რომ ეფიქრა "შევარდნები" ვარდისფერი ფოთლებით მოფენდნენ სამიტამდე მიმავალ გზას.
"ახლა მიდის ტრადიციული "კოზირების მოგროვება" მოლაპარაკებათა პროცესისათვის, იმისათვის რათა "სიმაღლეზე დადგნენ". ამაში შედის თბილისური შოუ რომელიც ჯაშუშებთან იყო დაკავშირებული. განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მინიშნებები საქართველოს ნატოს წევრობის შესახებ "იგივე ოპერიდანაა", _ აცხადებს ტიმურ ტეპლენინი.
მისივე თქმით, მსგავსი რეზოლუციები ეს დიპლომატებისა და საერთაშორისო კაზუისტიკის სპეციალისტების თავის ტკივილია და სხვა არაფერი.
"რამდენადმე მნიშვნელოვანი საკითხები არც საპარლამენტო სესიებზე არ წყდება, არც დეპუტატების კენჭისყრით სერიოზულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, როგორც არ უნდა ილაპარაკოს ამის შესახებ კალანდაძემ", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ პარლამენტარები სწორედ იმიტომაც არიან პარლამენტარები, რომ თქვან ყველაფერი რაც თავში მოუვათ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაა "სიტუაცია საქართველოში", აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ქართული მხარის მოლოდინის შესაბამისად, დოკუმენტში ყოველგვარი განმარტებების გარეშე ჩაიწერა ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა".
გარდა ამისა, რეზოლუციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს და მისგან, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, ისე დაჟინებით მოუწოდებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებას ხელი არ შეუშალოს.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტის აღნიშნული ფორმით მიღებას რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.