მკაფიოდ განვუცხადე პუტინს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს "საშინელი ფასის" გადახდა მოუწევს, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას შაბათს, 11 დეკემბერს, ვილმინგტონში, დელავერის ონლაინ სამიტზე.
ბაიდენის თქმით, თუ პუტინი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, რუსეთის ეკონომიკისთვის ამას "დამანგრეველი" შედეგები ექნება.
ამავდროულად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში ამერიკული ჯარების განლაგების გეგმები ვაშინგტონში არ განიხილება.
რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა გასულ კვირას ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრეს უკრაინის შესახებ. უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების კონცენტრაციამ დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია. შეშფოთების ფონზე, რუსეთი, თავის მხრივ, ითხოვს გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება.