თეთრი სახლი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიდეოფორმატში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დღეს ვიდეოსამიტი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რათა განეხილა აშშ-რუსეთის დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხებისა. პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების სახელით ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და მკაფიოდ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, განიხილეს კიბერუსაფრთხოების საკითხი და ერთობლივი მუშაობა რეგიონალურ საკითხებზე, როგორიცაა ირანი", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.