ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგში არავითარ შემთხვევაში არ დადგება, მისი დღის წესრიგში დაყენება შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა სცადონ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „პირველ არხს“ განუცხადა.
„თუკი ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც ყოველი შემდეგი არჩევნები იქნება სრულიად პროპორციული, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუბიძგებთ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათ გააგრძელონ ქვეყნის ჯანჯღარი და დესტაბილიზაციის მცდელობები, რისი საშუალებაც მათ არ უნდა მივცეთ, რადგან ყოველი მსგავსი გამოხტომა საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზეც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.