ეკა ტიკარაძე ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არ ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება, ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეკატერინე ტიკარაძეს და მისი მინისტრობის პერიოდს.
როგორც კუჭავამ განაცხადა, ახალი ჯანდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურაზე და მის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
"რადგან პარლამენტში დამტკიცება არ სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ ამ კონსულტაციებში პარლამენტის მხრიდან მონაწილეობას არ ვაპირებთ. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შირის, მსოფლიო გამოწვევა, რომელსაც პანდემია ჰქვია და საქართველომაც ამ კუთხით განიცადა საკმაოდ მნიშვნელოვანი, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპები. იყო ბევრი კმაყოფილი და ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. ამიტომ, თვითონ საზოგადოება შეაფასებს. ეკა ტიკარაძე ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არ ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.