ეს კლინიკა კი არ არის სინამდვილეში, ეს არის ციხე, ჩემი შვილისთვის ისევ ციხეა ეს. ფაქტიურად იმავე რეჟიმშია, ბადრაგია, ისეთივე შემოწმება ხდება მნახველების და მისთვისაც ეს არის ციხე, რა თქმა უნდა, აბა რანაირი კლინიკაა ეს?, - ამბობს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი უფრო ღია გარემოში უნდა იყოს, ნორმალურ კლინიკაში, სადაც აქვთ რეაბილიტაციის გამოცდილება.
"ეს კლინიკა კი არ არის სინამდვილეში, ეს არის ციხე, ჩემი შვილისთვის ისევ ციხეა ეს. ფაქტიურად იმავე რეჟიმშია, ბადრაგია, ისეთივე შემოწმება ხდება მნახველების და მისთვისაც ეს არის ციხე, რა თქმა უნდა, აბა რანაირი კლინიკაა ეს? უფრო ღია გარემოში უნდა იყოს. ერთადერთი, რაც გადაარჩენს ეს არის. ეს უნდა იყოს ნორმალური კლინიკა, სადაც აქვთ რეაბილიტაციის გამოცდილება", - თქვა ალასანიამ.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის თაობზე, ალასანია პასუხობს - "ის არის უკრაინის მოქალაქე დღეს. მთავარია მოშორდეს იმ გარემოს, რომელშიც არის დღეს. და რომლის მიმართაც ასეთი უნდობლობა აქვს და ეს უნდობლობა, არამარტო მას, მეც მაქვს".