რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ელჩად გადაყვანის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
ამის შესახებ იაკობაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიმიღია და როცა ეს მოხდება, ოფიციალურ კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებ. მანამდე კი, ბლოგერებისგან, ჭორიკანა ხალხისგან და მედიისგან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის სისწორესაც ოფიციალური დადასტურება არ ახლავს, ვერაფერს ვიტყვი", - განუცხადა იაკობაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, თემურ იაკობაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩობისთვის ამზადებენ.