მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა განუცხადა.
"მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი და მემგონი, არც არაფერი იგეგმება", - ამტკიცებს მჭედლიშვილი, რომლის შეფასებითაც, ამ საკითხის კომენტირება "მკითხაობაა".
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები მზადდება. კერძოდ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს აშშ-ში ელჩად ამზადებენ, მის ადგილზე კი უშიშროების საბჭოს მდივნის, ეკა ტყეშელაშვილის გადმოყვანა მოიაზრება.