საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები" მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო.
გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდი აღნიშნავს, რომ „ქვეყნის სასიკეთოდ, სხვადასხვა სფეროში, ხანგრძლივი მოღვაწეობით გია არსენიშვილმა დადებითი კვალი დატოვა და დიდი გამოცდილების ადამიანი აუცილებლად დააკლდება სამშობლოს".
„ქრისტიან-დემოკრატები" სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.