საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ში საქართველოს ელჩად თემურ იაკობაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
"ამ ეტაპზე ამ საკითხზე არავინ კომენტარს არ აკეთებს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" მთავარ დიპლომატიურ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში არც იმას განმარტავენ, იგეგმება თუ არა შეერთებული შტატებიდან მოქმედი ელჩის - ბათუ ქუთელიას გამოწვევა.
შეგახსენებთ, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის შესაძლო ელჩად გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა "რეზონანსმა" გაავრცელა.
აღნიშნულს ამ ეტაპზე არც იაკობაშვილის აპარატში ადასტურებენ.